სენდვიჩ არტისტი – ბაკურიანი

ვაკანსიის კატეგორია: რესტორანი
ლოკაცია: ბაკურიანი

ამერიკული კომპანია  Subway აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე ბაკურიანში.

ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სენდვიჩების/ვრეპების/სალათების და სხვა საკვები პორდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით რეცეპტების შესაბამისად;
  • ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი და ბარში მარაგების საჭიროებისამებრ გადავსება;
  • კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას
  • სტაბილურ სამსახურს
  • მაღალმთიანობის სტატუსით სარგებლობის შესაძლებლობას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
  • მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება SUBWAY-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზეjobs@subway.ge

შეავსე განაცხადი

მაქსიმალური ზომა 2 მბაიტი. ფორმატი: .pdf, .doc, .docx